სიახლე

ნეაპოლში ქართველ ქალზე სექსუალურად იძალადეს – დაკავებულია 40 წლის კაცი

MegaTV

ნეაპოლში ქართველ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს ნეაპოლის Centro Direzionale-ის ტერიტორიაზე, Torre Luisa-სთან, საქართველოს მოქალაქე ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:50 საათზე მოხდა. ქალის დახმარების ძახილი ღამის პატრულირებისას კერძო დაცვის თანამშრომლებმა გაიგონეს. მათ ქალი საგანგებო კიბესთან, შოკურ მდგომარეობაში იპოვეს. სავარაუდო თავდამსხმელმა მიწისქვეშა გასასვლელების მიმართულებით გაქცევა […]

პირველწყარო →

ნეაპოლში ქართველ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს

ნეაპოლის Centro Direzionale-ის ტერიტორიაზე, Torre Luisa-სთან, საქართველოს მოქალაქე ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:50 საათზე მოხდა. ქალის დახმარების ძახილი ღამის პატრულირებისას კერძო დაცვის თანამშრომლებმა გაიგონეს. მათ ქალი საგანგებო კიბესთან, შოკურ მდგომარეობაში იპოვეს.
სავარაუდო თავდამსხმელმა მიწისქვეშა გასასვლელების მიმართულებით გაქცევა სცადა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა იგი შეაჩერეს და პოლიციის მისვლამდე ადგილზე დააკავეს.
ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ნეაპოლის Cardarelli-ს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის გათვალისწინებული სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.
პოლიციამ დააკავა მაროკოს 40 წლის მოქალაქე, რომელიც მოგვიანებით კარინოლას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. დაკავების ღონისძიება სასამართლოს მიერ დამტკიცებას ექვემდებარება, ხოლო საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში ნეაპოლის Centro Direzionale-ის ტერიტორიაზე დაფიქსირებული მსგავსი ძალადობის მეორე შემთხვევაა. ქალაქის პრეფექტის განცხადებით, ტერიტორიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

ქალის ასაკისა და მისი ჯანმრთელობის შემდგომი მდგომარეობის შესახებ იტალიური მედია დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.


მსგავსი