სიახლე

,,რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება” – ლავროვი

მედიაცენტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციაში გოეთეს ინსტიტუტი ფუნქციონირებას შეწყვეტს. მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში გერმანული კულტურული ცენტრის ფილიალების დახურვის გადაწყვეტილება ბერლინში „რუსული სახლის“ მუშაობის შეჩერებაზე საპასუხო ნაბიჯია. „რა თქმა უნდა, დაიხურება. მას შემდეგ, რაც იქიდან ჩვენი კულტურული ცენტრი გამოაძევეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საკუთარ თავს პატივს არ ვცემთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. დიპლომატიური დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 1-ელ სექტემბერს გერმანიამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდული თავდასხმის მოწყობაში დაადანაშაულა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ დობრინდტის თქმით, გასულ თვეში უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავთან ასაფეთქებელი დრონის ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება. The post ,,რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება” – ლავროვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი