სიახლე

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

მედიაცენტრი

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. ,,იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი” – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საპატრიატქოს ცნობით, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ამა წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით (11, 12 და 13 სექტემბრის გარდა) 12 საათიდან 16 საათამდე. მსურველებმა ადგილზე უნდა წარადგინონ მშობლების პირადობის მოწმობების ასლები, ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები, ასევე შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები. The post საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი