სიახლე

პოლიციამ მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

მედიაცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი ადამიანი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სატრანსპორტო საშუალებას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ მიკროავტობუსი იმავე დღეს, კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მიაკვლიეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7… The post პოლიციამ მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი