პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს (ვიდეო)
საქართველოს პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აგვისტოს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ელიზბარაშვილი დაზარალებულებს დაემუქრა, რომ 30 წუთში იარაღით დაბრუნდებოდა, რის გამოც საფრთხის თავიდან ასაცილებლად დაზარალებულთა ნაწილმა ტერიტორია დატოვა. ,,31 აგვისტოს დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით შემთხვევის ადგილზე ბრუნდება,რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმლის უბეში. ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის… The post პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს (ვიდეო) appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →