სიახლე

ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

GuriaNews

პროექტ „ნიჭიერის“ 2011 წლის გამარჯვებულს, ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. „2011 წელს მძიმე ოპერაცია გავაკეთეთ, თუმცა იმ მკურნალობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო… დღეს პირველად გაჩნდა ასეთი რეალური იმედი და შანსი!“ მომღერალს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს. დედის თქმით, წლების განმავლობაში ჩატარებულმა უშედეგო მკურნალობამ ოჯახის ფინანსური რესურსი სრულად ამოწურა, ფიზიკური შეზღუდვის გამო კი ვანოს სამუშაოდაც აღარავინ იღებს. […] The post ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

პროექტ „ნიჭიერის“ 2011 წლის გამარჯვებულს, ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

„2011 წელს მძიმე ოპერაცია გავაკეთეთ, თუმცა იმ მკურნალობამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო… დღეს პირველად გაჩნდა ასეთი რეალური იმედი და შანსი!“

მომღერალს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს. დედის თქმით, წლების განმავლობაში ჩატარებულმა უშედეგო მკურნალობამ ოჯახის ფინანსური რესურსი სრულად ამოწურა, ფიზიკური შეზღუდვის გამო კი ვანოს სამუშაოდაც აღარავინ იღებს.

ახლახან საქართველოში მყოფმა თურქმა სპეციალისტმა, ექიმმა მუჰამეთ ოზთურქმა პაციენტი გასინჯა და ოჯახს 100%-იანი პირობა მისცა, რომ თურქეთის წამყვან კლინიკაში (İstanbul Medikal Termal) 3-თვიანი ინტენსიური, რობოტული რეაბილიტაციის შემდეგ ვანო სრულად შეძლებს დამოუკიდებლად სიარულს.

კლინიკის მიერ გამოგზავნილი ინვოისის მიხედვით, 26-დღიანი კურსისა და განთავსების სრული ღირებულება 8,500 აშშ დოლარს შეადგენს.

საბანკო რეკვიზიტები დახმარების მსურველთათვის:

საქართველოს ბანკი: ⁠#GE23BG0000000499074805⁠

თიბისი ბანკი: ⁠#GE24TB7056945064300061⁠

ლიბერთი ბანკი: ⁠#GE05LB0711180805591000⁠

მიმღები: ქეთი აფრიაშვილი (პაციენტის და)

დანიშნულება: ვანო ფიფიას მკურნალობისთვის / ქველმოქმედება

თითოეულ ლარსა თუ პოსტის გაზიარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

The post ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი