სიახლე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

რეგიონალური სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარე ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა. სხდომის დაწყებამდე ამირან გიორგაძემ ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული 3 400-ზე მეტი ვაკანტური პოზიციის 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ. პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში 20 ვაკანსიაზე კონკურსია გამოცხადებული. განაცხადების მიღება 10 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს და ყველა საკითხს მხარი დაუჭირეს,...

პირველწყარო →

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარე ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.

სხდომის დაწყებამდე ამირან გიორგაძემ ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული 3 400-ზე მეტი ვაკანტური პოზიციის 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების

პროგრამის შესახებ. პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში 20 ვაკანსიაზე კონკურსია გამოცხადებული. განაცხადების მიღება 10 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს და ყველა საკითხს მხარი დაუჭირეს, მათ შორის:

🔹 მარნეულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიში;

🔹 სოფელ იმირში მდებარე 150 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შპს „მაგთიკომისთვის“ იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობა;

🔹 სოფელ მეორე ქესალოში მდებარე სარწყავი სატუმბი სადგურის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა, შემდგომში შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალში შეტანის მიზნით.

საკრებულოს სხდომას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

📅 სხდომა 2026 წლის 2 სექტემბერს გაიმართა.


მსგავსი