სიახლე

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

ტვ ოდიში

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის მასობრივი წარმოება დაიწყო, – ამის შესახებ ამერიკულ-გერმანულმა თავდაცვის კომპანია Auterion-მა განაცხადა. პირველი დრონები გერმანიის მთავრობის დაკვეთით უკვე აიწყო. დასრულება კი 2027 წლისთვის იგეგმება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 300 მილიონ ევროს [348 მილიონი დოლარი] შეადგენს. მომავალში მოსალოდნელია დამატებითი შეკვეთები და გრძელვადიანი კონტრაქტი ბავარიის […] The post გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის მასობრივი წარმოება დაიწყო, – ამის შესახებ ამერიკულ-გერმანულმა თავდაცვის კომპანია Auterion-მა განაცხადა. პირველი დრონები გერმანიის მთავრობის დაკვეთით უკვე აიწყო. დასრულება კი 2027 წლისთვის იგეგმება.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 300 მილიონ ევროს [348 მილიონი დოლარი] შეადგენს. მომავალში მოსალოდნელია დამატებითი შეკვეთები და გრძელვადიანი კონტრაქტი
ბავარიის რეგიონში [მიუნხენთან] მდებარე საიდუმლო ობიექტის გარდა, წარმოება აღმოსავლეთ გერმანიის კიდევ ერთ ლოკაციაზე იგეგმება. თავად კომპანია Auterion-ის სათავო ოფისი აშშ-შია, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი ჰაბი მიუნხენში, საინჟინრო ბაზა კი შვეიცარიაში, ციურიხში მდებარეობს.

Auterion-ის ინფორმაციით, იწარმოება ორი სხვადასხვა მოდელის დრონი – ერთი საშუალო რადიუსის, ხოლო მეორე შორ მანძილზე მოქმედი, რომლის ფრენის მანძილიც 1 500 კილომეტრამდეა.

დრონების სამიზნე სისტემაში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი, რაც მათ საშუალებას აძლევს, ზუსტად დაარტყან სამიზნეებს მოწინააღმდეგის ელექტრონული ბრძოლის საშუალებების მიუხედავად.

The post გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი