სიახლე

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება

MegaTV

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. “ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია “იტალფარმაკოსთან” – მედიკამენტ “ჯივინოსტატის” მწარმოებელ კომპანიასთან – საქართველოს მიერ ამ მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. დღეს გვაქვს სასიხარულო, მორიგი ინფორმაცია. “ჯივინოსტატის” საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა წარმოდგენილი, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის […]

პირველწყარო →

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება.

“ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია “იტალფარმაკოსთან” – მედიკამენტ “ჯივინოსტატის” მწარმოებელ კომპანიასთან – საქართველოს მიერ ამ მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. დღეს გვაქვს სასიხარულო, მორიგი ინფორმაცია. “ჯივინოსტატის” საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა წარმოდგენილი, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში, მედიკამენტი იქნება თბილისში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


მსგავსი