სიახლე

,,სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ” – ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში ვიზიტების დროს უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. „ისევე, როგორც ამერიკული მხარის წინა დიპლომატიური ვიზიტების დროს, ჩვენ უზრუნველვყოფთ რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას, რათა მომლაპარაკებლები უსაფრთხოდ ჩამოვიდნენ. ჩვენ მათზე ვღელავთ და არა რუსეთზე. ჩვენი მხრიდან საჰაერო დარტყმები არ იქნება და რუსეთმა ეს უნდა გაიმეოროს იმით, რომ მისი მხრიდან საჰაერო დარტყმები არ განხორციელდეს იმ პერიოდში, რაც საჭიროა ამ მოლაპარაკებების გასამართად და ამერიკული მხარის ვიზიტთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხების მოსაგვარებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ. The post ,,სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი