სიახლე

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს

MegaTV

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნეპალში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ, ზემო ტრიშული-1 ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში ჩარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ცოცხლად ამოიყვანეს. გადარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ნეპალის არმიამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ცნობისთვის, გუშინ, ზემო ტრიშული 3A ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი მუშა ამოიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე 26 აგვისტოს მომხდარი წყალდიდობის შედეგად, 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, […]

პირველწყარო →

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნეპალში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ, ზემო ტრიშული-1 ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში ჩარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ცოცხლად ამოიყვანეს.

გადარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ნეპალის არმიამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ცნობისთვის, გუშინ, ზემო ტრიშული 3A ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი მუშა ამოიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე 26 აგვისტოს მომხდარი წყალდიდობის შედეგად, 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5600-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.


მსგავსი