აშშ-მა ხარკის კუნძულთან ირანული ტანკერი დაბომბა
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სპარსეთის ყურეში, ირანის ნავთობის ექსპორტის უმნიშვნელოვანეს ცენტრთან, ხარკის კუნძულთან ირანულ ტანკერს დაარტყა. როგორც მედია წერს, ტანკერს ხარკის კუნძულის რეიდზე ოთხი ამერიკული რაკეტა მოხვდა. ადგილობრივების ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და გემის ეკიპაჟის ევაკუაცია მიმდინარეობს. ირანის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას კი Reuters-ის მიერ კომენტარისთვის გაგზავნილ მოთხოვნაზე პასუხი ამ დროისთვის არ გაუცია. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 31 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთწინადადებიან პოსტში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ახლდა თან, განაცხადა, რომ ხარკის კუნძული „ნამსხვრევებად იქცევა“. ირანის… The post აშშ-მა ხარკის კუნძულთან ირანული ტანკერი დაბომბა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →