სიახლე

გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა

Alia

გორის მუნიციპალიტეტში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი სავარაუდოდ, მთვრალი იყო. მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. „კიდევ ერთი მსხვერპლიანი ავარია გორში. როგორც ჩანს გორში მომხდარი ტრაგედია, როცა მთვრალმა მძღოლმა დედა-შვილი დახოცა, ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. წუხელ მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო. მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. შეგნებულად არ ვამბობ სკოლას […] The post გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა appeared first on .

პირველწყარო →

გორის მუნიციპალიტეტში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი სავარაუდოდ, მთვრალი იყო.

მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.

„კიდევ ერთი მსხვერპლიანი ავარია გორში. როგორც ჩანს გორში მომხდარი ტრაგედია, როცა მთვრალმა მძღოლმა დედა-შვილი დახოცა, ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. წუხელ მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო. მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. შეგნებულად არ ვამბობ სკოლას და მოსწავლის ვინაობას. მშობლები ემიგრაციაში ჰყავს და შესაძლოა ჯერ არ იცოდნენ. ნებისმიერი მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია.“ – წერს ჟურნალისტი გოგა აფციაური სოციალურ ქსელში.

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. პოლიციამ მძღოლი უკვე დააკავა.

The post გორში მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა – ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა appeared first on .


მსგავსი