სიახლე

რუსეთმა ზაპოროჟიეს 886-ჯერ დაარტყა – რუსეთის იერიშებს უკრაინამაც უპასუხა

Alia

ბოლო 24 საათში საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის 54 დასახლებულ პუნქტზე 886 დარტყმა განახორციელეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 25 ადამიანი. იერიშების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები. ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს 25 ავიაიერიში, დასახლებულ პუნქტებს 673 სხვადასხვა ტიპის დრონით შეუტიეს, დაფიქსირდა 186 საარტილერიო და ორი ზალპური ცეცხლის სისტემებით განხორციელებული […] The post რუსეთმა ზაპოროჟიეს 886-ჯერ დაარტყა – რუსეთის იერიშებს უკრაინამაც უპასუხა appeared first on .

პირველწყარო →

ბოლო 24 საათში საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის 54 დასახლებულ პუნქტზე 886 დარტყმა განახორციელეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 25 ადამიანი. იერიშების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები.

ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს 25 ავიაიერიში, დასახლებულ პუნქტებს 673 სხვადასხვა ტიპის დრონით შეუტიეს, დაფიქსირდა 186 საარტილერიო და ორი ზალპური ცეცხლის სისტემებით განხორციელებული დარტყმაც.

რუსეთის იერიშებს უკრაინამაც უპასუხა – 6 სექტემბრის გამთენიისას უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე სამიზნეს შეუტიეს. მედიის ცნობით, დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო, სადაც თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი დაადასტურა, თუმცა კონკრეტულად რომელი ობიექტი დაზიანდა, არ დაუსახელებია.

The post რუსეთმა ზაპოროჟიეს 886-ჯერ დაარტყა – რუსეთის იერიშებს უკრაინამაც უპასუხა appeared first on .


მსგავსი