სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღო, რომლებიც დღეს კიევში პირველად ჩავიდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ტრამპის წარმომადგენლები კიევში მატარებლით ჩავიდნენ და სადგურზე მათ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები დახვდნენ, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი. მოსალოდნელია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებებს დღესვე გამართავს. საკითხთან დაკავშირებულმა ორმა პირმა Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ დისკუსიებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გერმანიიდან, საფრანგეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან. The post სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →