სააგენტო "პარალელი"
“რეალურად მას მოუწყვეს პროვოკაცია, მაგრამ ეს პროვოკაცია არ შედგა” – ელენე ხოშტარია თამაზ ელიზბარაშვილზე
“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, თავისი პოზიციის დაფიქსირებით და კონკრეტული განმარტებებით, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბიზნესმენსა და ძაღლების თავშესაფრის დამფუძნებელს, თამაზ ელიზბარაშვილს:
“ჩემი სრული მხარდაჭერა თამაზ ელიზბარაშვილს. ადამიანს, რომელიც პრინციპულ საკითზე – რუსეთზე, არასდროს ერიდებოდა ხმამაღლა და მკაფიოდ საუბარს.
რეალურად მას მოუწყვეს პროვოკაცია, მაგრამ ეს პროვოკაცია არ შედგა. ის მიხვდა და ჭკვიანურად მოიქცა. ვერაფერზე რომ ვერ მოედავნენ, გადაწყვიტეს, უბრალოდ დასაჯონ. ეს არის აბსოლუტურად გაშიფრული და ჩავარდნილი სპეცოპერაცია. პირიქით, ადვოკატზე მოძალადე იქნება დასჯილი აუცილებლად.
გამძლეობა ბატონ თამაზს, მის ოჯახს!
ასეთ ადამიანს ვერ მოერევიან!” – აცხადებს ელენე ხოშტარია.
“რეალურად მას მოუწყვეს პროვოკაცია, მაგრამ ეს პროვოკაცია არ შედგა” – ელენე ხოშტარია თამაზ ელიზბარაშვილზე
პარალელი