ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მარგო ზოიძის საქმეზე ბრალდებულის მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა. ინფორმაცია ამის შესახებ “გურია ნიუსს” გოგიტა ელიაძის ადვოკატმა ნინი გელაჭეიშვილმა დაუდასტურა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 62 წლის ქალის სასტიკად მკვლელობაში ბრალდებულ გოგიტა ელიაძის სასამართლო პროცესი 1 სექტემბერს გაიმართა.
მოსამართლე თამთა საჯაიას გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ამავე თემაზე: „მან არ დაინდო 62 წლის ქალი და 60 ჭრილობა მიაყენა სხეულზე”
The post მარგო ზოიძის საქმეზე ბრალდებულის მხარემ წინასწარი პატიმრობა გაასაჩივრა appeared first on გურია ნიუსი.