სიახლე

ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა (ვიდეო)

მედიაცენტრი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები გამოიწვია. სტიქიას ებრძვიან ცხემლისხიდში, მაკვანეთსა და ვაკიჯვარში, სადაც საცხოვრებელი სახლები, ეზოები და საყანე ფართობები დაიტბორა. ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებლის, გია ანთაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან. მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა კურორტ გომისმთისკენ მიმავალი გზის გასაწმენდად, სადაც მეწყერი ჩამოწვა. ადგილობრივების ცნობით, ადიდებული მდინარე საცხოვრებელ კარმიდამოებში შევიდა. მათი თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში მდინარე უკვე მეორედ ადიდდა. The post ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა (ვიდეო) appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი