სიახლე
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
მედიაცენტრი
რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. 8 სექტემბრის ღამეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა შვიდი ადამიანი. ნგრევა და ხანძარი ქალაქის სულ მცირე ხუთ რაიონში დაფიქსირდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და საგანმანათლებლო დაწესებულება. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სოლომენსკის რაიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობაში მცხოვრებლები ჩარჩენილები იყვნენ. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. The post რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.