სიახლე

შეერთებულმა შტატებმა, თბილისში ახალი დროებითი რწმუნებული დანიშნა

Alia

შეერთებულმა შტატებმა, თბილისში ახალი დროებითი რწმუნებული დანიშნა – კორტნი ოსტრიანი, უკვე თბილისშია და მუშაობას შეუდგა. ოსტრიანი გამოცდილი დიპლომატია. 2014-2019 წლებში ის თბილისში, იან კელის ელჩობის დროს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კორტნი ოსტრიანი, წლების განმავლობაში, ეუთოში, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მანამდე ის […] The post შეერთებულმა შტატებმა, თბილისში ახალი დროებითი რწმუნებული დანიშნა appeared first on .

პირველწყარო →

შეერთებულმა შტატებმა, თბილისში ახალი დროებითი რწმუნებული დანიშნა – კორტნი ოსტრიანი, უკვე თბილისშია და მუშაობას შეუდგა.

ოსტრიანი გამოცდილი დიპლომატია. 2014-2019 წლებში ის თბილისში, იან კელის ელჩობის დროს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი იყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კორტნი ოსტრიანი, წლების განმავლობაში, ეუთოში, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მანამდე ის მოსკოვსა და კიევში, აშშ-ს საელჩოში მუშაობდა.

საქართველოში ჩამოსვლამდე კორტნი ოსტრიანი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში იკავებდა თანამდებობას, ასევე იკავებდა ევროკავშირისა და რეგიონული საქმეთა ოფისის დირექტორის პოსტს.

The post შეერთებულმა შტატებმა, თბილისში ახალი დროებითი რწმუნებული დანიშნა appeared first on .


მსგავსი