სიახლე

,,დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვება ძალიან ახლოსაა” – პესკოვი

მედიაცენტრი

„დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვება (უკრაინის კონფლიქტში) ძალიან ახლოსაა. ღრმად დარწმუნებულები ვართ ჩვენს სამხედრო პოტენციალში, ჩვენს სამხედრო ოპერაციებში, რომლებიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მიაღწევს, თუმცა ურჩევნია, ეს მშვიდობიანი გზით განახორციელეს. პესკოვმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ძალაუფლების ცენტრად გადაქცევა დაიწყეს. „უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, მაგრამ ამის მშვიდობიანი გზით განხორციელებას ვამჯობინებთ და ამ კონტექსტში, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში ნებისმიერი წვლილის შეტანას მივესალმებით“, – აღნიშნა პესკოვმა. The post ,,დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვება ძალიან ახლოსაა” – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი