მაკრონმა ევროკავშირში 15 წლამდე პირებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ინიციატივა წამოაყენა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის მასშტაბით 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვის ინიციატივა ოფიციალურად წამოაყენა. საფრანგეთის ლიდერმა შესაბამისი წერილით ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს უკვე მიმართა. დოკუმენტში მაკრონმა განმარტა, რომ საკითხის ეფექტურად მოგვარება ევროპულ დონეზე ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნასა და წესების სრულ ჰარმონიზაციას საჭიროებს. მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო აქტი უზრუნველყოფს სამართლებრივი ნორმების სრულ შესაბამისობას ევროპული ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების მოთხოვნებთან. შეზღუდვის დაწესებასთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოითხოვა სოციალური პლატფორმების მიჯაჭვულობის გამომწვევი ფუნქციების რეგულირება და უსაფრთხოების სტანდარტების განსაზღვრა, რაც მათ შორის პლატფორმებით სარგებლობის ხანგრძლივობის ლიმიტირებასაც მოიცავს. The post მაკრონმა ევროკავშირში 15 წლამდე პირებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ინიციატივა წამოაყენა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →