აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის დელიმიტაციას საქართველოს საზღვრის გადაკვეთის წერტილიდან დაიწყებენ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, ბაქო და ერევანი შეთანხმდნენ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით წარიმართება. პროცესი უშუალოდ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან დაიწყება. ბაირამოვმა აღნიშნა, რომ საზღვრის დელიმიტაციის კომისიას აზერბაიჯანის მხრიდან კვლავ ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, მხარეებს შორის უკვე დამტკიცებულია რამდენიმე მარეგულირებელი დოკუმენტი, ხოლო უფრო კონკრეტულ დეტალებს კომისიები მუშაობის პროცესში შეახმებენ. „მიღწეულია შეთანხმება და არსებობს ურთიერთგაგება, რომ სამუშაოები ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით უნდა განხორციელდეს და წინ წაიწიოს დაწყებული ყველაზე რთული, ჩრდილოეთის მონაკვეთიდან, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან“, –… The post აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის დელიმიტაციას საქართველოს საზღვრის გადაკვეთის წერტილიდან დაიწყებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - M…
პირველწყარო →