სიახლე

„შესანიშნავი საუბარი მქონდა პუტინთან, მას შეთანხმების მიღწევა სურს“ – დონალდ ტრამპი

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან წარმატებული კომუნიკაცია ჰქონდა. ტრამპის თქმით, კრემლის ლიდერს ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა მთავარ დაბრკოლებას მხარეებს შორის არსებული პერსონალური მტრობა წარმოადგენს. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეთანხმების პროცესს პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება აფერხებს. ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობაც. „შესანიშნავი საუბარი გვქონდა. მას შეთანხმების მიღწევა სურს. თუ ზელენსკის სურს შეთანხმების მიღწევა, ეს ძალიან კარგი იქნება. შეფერხება იმაშია, რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთი ეზიზღებათ. ყველაფერზე მეტად ეზიზღებათ ამ ადამიანებს ერთმანეთი“, – განაცხადა… The post „შესანიშნავი საუბარი მქონდა პუტინთან, მას შეთანხმების მიღწევა სურს“ – დონალდ ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი