სიახლე

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე – „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან”

Alia

„ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა. „მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან“, – ასე უპასუხა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე. […] The post ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე – „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან” appeared first on .

პირველწყარო →

„ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა.

„მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან“, – ასე უპასუხა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.

The post ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე – „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან” appeared first on .


მსგავსი