სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ,,სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სამალავიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →