11 სექტემბრიდან ჭოველიძისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მოძრაობის დროებითი სქემა იცვლება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ მოძრაობის დროებითი სქემა 11 სექტემბრის 00:00 საათიდან იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხრიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით როგორც მიხეილ ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის, ისე ძმები კაკაბაძეების ქუჩისკენ. ჯავახიშვილის ქუჩიდან ავტომანქანები მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, ისე ფილარმონიისკენ და მარცხნივ მოხვევით ჭოველიძის ქუჩაზე. ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება პირდაპირ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ასევე, მარცხნივ ფილარმონიის მიმართულებით. იცვლება ამ მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებითი მარშრუტიც:… The post 11 სექტემბრიდან ჭოველიძისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მოძრაობის დროებითი სქემა იცვლება appeared first on მედიაცენტრი მთავარი -…
პირველწყარო →