შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონის თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა. მედიის ცნობით, კიდევ ორი აზერბაიჯანის მოქალაქე წინა დღეს დაიჭრა, როდესაც გემს, სახელად TEDY-ი, დრონი დაესხა თავს. ისინი უკრაინის საპორტო ქალაქ ჩერნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში გამგზავრებისგან, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია. ასევე, თავი შეიკავონ იქ შრომითი საქმიანობისგან ან იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის გემებზე მუშაობისგან, რომლებიც ამ მარშრუტებზე გადაადგილდებიან“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. მედიის ცნობით, სამინისტროს არ დაუდასტურებია, თუ ვინ განახორციელა დრონებით თავდასხმა.… The post შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონის თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →