,,მე როგორც ვიცი, ის ძალიან განიცდის აღნიშნულს” – დაკავებულ არასრულწლოვანის ადვოკატი
თბილისში, 17 წლის დათო ნარიმანიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებულის უფლებადამცველის, ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, ბრალის გაცნობის პროცედურას მეორე ადვოკატი დაესწრო. მისი თქმით, დაკავებული არასრულწლოვანი მომხდარს ძალიან განიცდის. „მე როგორც ვიცი, ის ძალიან განიცდის აღნიშნულს და ამ შემთხვევაში სხვა, პირადად რას საუბრობს ვერ გეტყვით. გამოძიება საუბრობს, რომ კამათი გადაიზარდა ჩხუბში და ჩხუბის შედეგად მოხდა ის უბედური შემთხვევა, რაც მოხდა. სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების განხილვას ალბათ ისევ მეორე ადვოკატი დაესწრება. შესაძლებელია გავიდე… The post ,,მე როგორც ვიცი, ის ძალიან განიცდის აღნიშნულს” – დაკავებულ არასრულწლოვანის ადვოკატი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →