სიახლე
საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა
მედიაცენტრი
BBC-ის ცნობით, საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – დაშავდა 44 ადამიანი. სამგზავრო მატარებელი ნორმანდიაში, რუანსა და კანს შორის გადაადგილდებოდა, როდესაც ლიანდაგიდან გადავიდა. საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ფილიპ ტაბარომ განაცხადა, მატარებელში დაახლოებით 180 მგზავრი იმყოფებოდა. მისი თქმით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. პოლიციაში განაცხადეს, რომ მატარებელი ლიანდაგიდან ამოუცნობ ობიექტთან შეჯახების შემდეგ გადავიდა. The post საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.