სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვარ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შევხვდე

Alia

მზად ვარ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შევხვდე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩავიდეს, თუ მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დაესწრება. „დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა ჩავიდეთ. შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა იმას რას […] The post ვოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვარ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შევხვდე appeared first on .

პირველწყარო →

მზად ვარ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შევხვდე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არის მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩავიდეს, თუ მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.

„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა ჩავიდეთ. შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა იმას რას ეტყვის პუტინს, ან პუტინი რას ეტყვის მას.

„საქმე სიტყვებს არ ეხება. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი შედეგია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ სამიტი ქალაქ მაიამიში 14-15 დეკემბერს არის დაგეგმილი.

The post ვოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვარ პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შევხვდე appeared first on .


მსგავსი