სიახლე

აიათოლა ალი ხამენეი სამთავრობო ბუნკერში გადაიყვანეს

მედიაცენტრი

აიათოლა ალი ხამენეი თეირანში არ იმყოფება, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს სამთავრობო ბუნკერში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. არსებული ცნობებით, ისრაელმა ირანში 30-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, მათ შორის აიათოლა ალი ხამენეისა და ირანის პრეზიდენტის რეზიდენციას. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანზე პრევენციული თავდასხმა დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობა მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებს, თავშესაფრებთან ახლოს დარჩნენ, თუმცა ამ დროისთვის თავშესაფრებში შესვლის საჭიროება არ არსებობს. პარალელურად, ირანისგან საპასუხო თავდასხმის მოლოდინში, ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის სირენებია ჩართული. ისრაელმა დახურა საჰაერო სივრცე. The post აიათოლა ალი ხამენეი სამთავრობო ბუნკერში გადაიყვანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი