სიახლე

რუსეთის მიერ ოდესაზე დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა

მედიაცენტრი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ოდესაზე დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა, რომ დაშავებულებს შორის ხუთი თვის ბავშვიც არის. მისი თქმით, ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ და ქალაქში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. შეგახსენებთ, გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. The post რუსეთის მიერ ოდესაზე დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი