გლდანის პარკებსა და სკვერებში ძაღლების გასეირნების წესების შესახებ საინფორმაციო დაფები განთავსდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, გლდანის რაიონის გამგეობასთან თანამშრომლობით, რაიონში არსებულ სკვერებსა და პარკებში განათავსა ძაღლების გასეირნებისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მათი გადაადგილების წესების ამსახველი საინფორმაციო დაფები. ინიციატივის მიზანია, შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა. შეგახსენებთ, რომ სააგენტოს რეაგირების ჯგუფები ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს და ამოწმებენ შინაური ცხოველების რეგისტრაციისა და გასეირნების წესების დაცვას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103² მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ბულვარში, პარკსა და სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება 150 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. ამავე ნორმის თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობა… The post გლდანის პარკებსა და სკვერებში ძაღლების გასეირნების წესების შესახებ საინფორმაციო დაფები განთავსდა appeared first on მედიაცენტრ…
პირველწყარო →