საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომელიც საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული ჯარიმების ამნისტიას ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ინიციატივა დაახლოებით 13 500 დამსაქმებელს შეეხება და ჯამში 43 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს. ჯარიმების ჩამოწერის მთავარი პირობა დამსაქმებლების მიერ საპენსიო დავალიანებისა და საურავის მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარვა იქნება. საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს საჯარიმო სანქციების შემცირებას: პირველ და განმეორებით შემთხვევებში მოქმედი 500 და 1000-ლარიანი ჯარიმების ნაცვლად, ფიქსირებული 300-ლარიანი ჯარიმა დაწესდება. გარდა ამისა, საპენსიო ფონდში დავების განხილვის სპეციალური სამსახური შეიქმნება, რაც საკითხის სასამართლო გარეშე მოგვარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. The post საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →