სიახლე

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

Alia

ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასთან დაკავშირებული საქმეები კი – არც თუ ისე საყვარელი რუტინა. ჯარიმის შემოწმება და გადახდა, პარკირების ბალანსის შევსება, ვადების შეხსენება – ეს ყველაფერი დროსა და ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკში ავტოკომფორტი განახლდა და ავტომობილთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესების ერთ სივრცეში მოქცევით, მათი მართვა კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახდა. განახლებული ავტო […] The post შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა appeared first on .

პირველწყარო →

ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასთან დაკავშირებული საქმეები კი – არც თუ ისე საყვარელი რუტინა. ჯარიმის შემოწმება და გადახდა, პარკირების ბალანსის შევსება, ვადების შეხსენება – ეს ყველაფერი დროსა და ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკში ავტოკომფორტი განახლდა და ავტომობილთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესების ერთ სივრცეში მოქცევით, მათი მართვა კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახდა.

განახლებული ავტო კომფორტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ჯარიმები პირდაპირ მობაილბანკიდან, საკომისიოს გარეშე გადაიხადოს, მათი სტატუსი და დეტალები მარტივად ნახოს, ხოლო ახალი ჯარიმის დარიცხვისთანავე შეტყობინება მიიღოს. აპლიკაციაში ჯარიმის მიზეზისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნახვაც მარტივად არის შესაძლებელი.

საქმე კიდევ უფრო მარტივდება პარკირებისბალანსის მობაილბანკიდან შევსებითაც – აღარ არის საჭირო სხვადასხვა პლატფორმაზე გადასვლა ან დამატებითი ნაბიჯების გავლა. ავტომობილთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები ერთ სივრცეშია თავმოყრილი, მარტივი ნავიგაციითა და მაქსიმალურად გამარტივებული პროცესებით.

ავტო კომფორტი მხოლოდ ყოველდღიური საქმეების გამარტივებას არ გულისხმობს. მომხმარებლებს ავტომობილთან დაკავშირებულ პარტნიორ კომპანიებთან სპეციალური შეთავაზებებით, ფასდაკლებებითა და ქეშბექებით სარგებლობაც შეუძლიათ – მათ შორის საწვავის, დაზღვევისა და ტექ-მომსახურების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ერთი სივრცე მომხმარებელს არა მხოლოდ დროსა და ენერგიას უზოგავს, არამედ დამატებით სარგებელსაც აძლევს.

განახლებული ავტო კომფორტი განსაკუთრებით მათთვისაა შექმნილი, ვისაც სურს, ავტომობილთან დაკავშირებული რუტინა ნაკლები ძალისხმევით მართოს – შეტყობინებიდან გადახდამდე, პარკირების ბალანსიდან – სპეციალურ შეთავაზებებამდე და ეს ყველაფერი – მობაილბანკში.

ავტო კომფორტით სარგებლობის პირველი 3 თვეუფასოა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფუნქციონალს 31 ოქტომბრამდე გაიაქტიურებენ.

თიბისი აგრძელებს მობაილბანკის განვითარებას, რომ გაგიმარტივოს ცხოვრება და ყოველდღიური რუტინული საქმეები კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს.

(R)

The post შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა appeared first on .


მსგავსი