აშშ და გერმანია სამხედრო-სამრეწველო სფეროში პარტნიორობას აძლიერებენ
ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმებას ხელი აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მოაწერეს. შეხვედრაზე მხარეებმა „ნატო 3.0“-ის ინიციატივა, ევროპული სამხედრო ხარჯების გაზრდისა და ორი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო ბაზების გაძლიერების საკითხები განიხილეს. ხელმოწერილი დოკუმენტი პენტაგონისა და გერმანიის შეიარაღების შესყიდვების სტრატეგიების მჭიდრო დაკავშირებას ითვალისწინებს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ახალი ეტაპი გერმანიის უდიდესი სამრეწველო ბაზის საერთო უსაფრთხოების ინტერესებისთვის გამოყენებას მოითხოვს, ხოლო გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას. „ნატო 3.0 გერმანიის უდიდესი და ისტორიული… The post აშშ და გერმანია სამხედრო-სამრეწველო სფეროში პარტნიორობას აძლიერებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →