ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების საკითხს ეხმაურება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების საკითხზე განცხადება გაავრცელა. დეკანოზის თქმით, საპატრიარქოსთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ გამოყოფილი ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი არ დაიხარჯებოდა, რადგან სხვადასხვა მომსახურების გაწევისას კერძო პირებმა და ორგანიზაციებმა ანაზღაურებასა და ჰონორარზე უარი თქვეს. „პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე. განსაკუთრებით იმ პერიოდში, ქალბატონ თიკა რუხაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და მისგანვე ვიცოდით, რომ სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე. ეს საჯაროდ დაადასტურა პრემიერმა და იმედია დასრულდება… The post ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების საკითხს ეხმაურება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →