სიახლე

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა

TV4

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა. ბორაშვილს 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი. კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევა პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა. 2025 წლის 4 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ანრი ოხანაშვილმა დაიკავა, თუმცა მან სუს-ის უფროსის პოსტი ამავე […] The post პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა appeared first on TV 4.

პირველწყარო →

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა. ბორაშვილს 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევა პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა.

 

2025 წლის 4 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ანრი ოხანაშვილმა დაიკავა, თუმცა მან სუს-ის უფროსის პოსტი ამავე წლის 23 აგვისტოს დატოვა. ოხანაშვილი მამუკა მდინარაძემ შეცვალა, რომელიც პარლამენტმა სუს-ის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს დაამტკიცა. მდინარაძე 2026 წლის 21 აპრილს გადადგა და მისი თანამდებობა გეკა გელაძემ დაიკავა. ამ უკანასკნელმა 14 სექტემბერს გააკეთა გადადგომის შესახებ განცხადება.

The post პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა appeared first on TV 4.


მსგავსი