knews.ge
10 ოქტომბერს თელავში ევროპის დღე გაიმართება
„აღმოაჩინე ევროპა კახეთის გულში“ — ამ გზავნილით ევროპის დღე წელს კახურ და ევროპულ კულტურას, ტრადიციებს, გემოებს, მუსიკასა და საინტერესო ისტორიებს გააერთიანებს.
ორგანიზატორების განცხადებით, სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ: ქართულ-ევროპული სუფრა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების კულტურული და გასტრონომიული სივრცეები, ევროკავშირის პროექტების ინტერაქციული აქტივობები, ქვიზები და თამაშები, კახური მრავალხმიანობა და ევროპული ცეკვები, VR მოგზაურობა ევროპის ქალაქებში, ველოტური, ფოტოგრაფიის ვორქშოპი, „მწვანე კუთხე“, სამაგიდო თამაშები და თეატრალური წარმოდგენა. ევროპული გასტრონომია, ინტერაქციული, კულტურული აქტივობები, ქვიზები, თამაშები და საინტერესო ისტორიები გელოდებათ.
ვებგვერდი: https://eu4georgia.info/46kOyGS

The post 10 ოქტომბერს თელავში ევროპის დღე გაიმართება appeared first on knews.ge.