ჰააგის სასამართლომ კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
ჰააგის სასამართლომ კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი დამნაშავედ ცნო ომის დანაშაულებთან დაკავშირებულ ოთხ საქმეზე – მკვლელობაში, წამებაში, სასტიკ მოპყრობასა და თვითნებურ დაკავებაში. სასამართლომ მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თავმჯდომარე მოსამართლის განცხადებით, ტაჩიმ საკუთარი თანამდებობა, ავტორიტეტი და სტატუსი გამოიყენა დანაშაულების წასახალისებლად, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტებისა და იმ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც კოლაბორაციონისტებად ან მოღალატეებად იყვნენ მიჩნეულნი. 58 წლის ჰაშიმ ტაჩი შვიდ წელზე მეტხანს პრემიერ-მინისტრის, ორი წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო მოგვიანებით ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მან საკვანძო როლი შეასრულა 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესში. მისი რეპუტაცია სერიოზულად დააზიანა… The post ჰააგის სასამართლომ კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →