ევროკომისია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვას გეგმავს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა არასრულწლოვანთა ციფრული საფრთხეებისგან დაცვის ინიციატივა წარადგინა, რომელიც 13 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვას ითვალისწინებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გლობალური ტენდენციის ნაწილია, რაც გამოწვეულია Meta-ს პლატფორმების (Facebook, Instagram), TikTok-ის, YouTube-ისა და ChatGPT-ის ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უარყოფითი ზეგავლენით. მსგავსი რეგულაციები უკვე მოქმედებს ან იგეგმება ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთსა და ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებში. „დღეს ჩვენს ბავშვებს შეხება აქვთ ოდესმე შექმნილ ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგიებთან, რომლებიც არ შექმნილა ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარების გათვალისწინებით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. The post ევროკომისია ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვას გეგმავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →