სიახლე

იაშვილის კლინიკაში საბავშვო ბაღებიდან 11 ბავშვი შეიყვანეს

მედიაცენტრი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის ინფორმაციით, სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკას 11-მა ბავშვმა მიმართა. მისი თქმით, პაციენტებს გულისრევა და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ. ჩატარებული სამედიცინო დახმარების შემდეგ 4 ბავშვი ბინაზე გაეწერა, ხოლო 7 პაციენტი ამ ეტაპზე სტაციონარში რჩება. ჰოსპიტალიზებული ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. „გუშინ საღამოდან ჰოსპიტალს 11-მა პაციენტმა მომართა. პაციენტებს აღენიშნებოდათ გულისრევა და მუცლის ტკივილი. ყველა პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 4 პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, 7 პაციენტი კი ამ ეტაპზე სტაციონარში რჩება. ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა სოფიო ცერცვაძემ. The post იაშვილის კლინიკაში საბავშვო ბაღებიდან 11 ბავშვი შეიყვანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი