თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებიდან ორ დღეში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მიზეზი, შენობის ავარიულად გამოცხადებაა. ამ ფაქტს სკოლის მასწავლებლები და მშობლები აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილების განცხადებით, ადმინისტრაციისგან შეტყობინება 17 სექტემბერს, გვიან ღამით მიიღეს. მათთვის მიწოდებული ვერსიით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნამ შენობის ავარიულობა დაადგინა, რის გამოც სწავლა შეჩერდა, თუმცა კონკრეტულად სად და რა ფორმით გაგრძელდება სასწავლო პროცესი, ონლაინ რეჟიმში თუ მოსწავლეების სხვადასხვა სკოლაში გადანაწილებით, ჯერჯერობით უცნობია. „გუშინ ღამის 22:00 საათზე, როცა ორი დღეა სკოლა დაიწყო, დამრიგებლისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ თურმე დღეიდან, 18 სექტემბრიდან წყდება უვადოდ სწავლა. ატყდა სრული პანიკა. ვანგრევთ სკოლებს იმის ხარჯზე,… The post თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →