სააგენტო "პარალელი"
“ყველა, ვინც ქოცი იყო და ახლაც არის, გახლავთ ბანალური ოპორტუნისტი” – მამუკა გამყრელიძე
“ანტიანექსიური პლატფორმის” თანადამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე მმართველი გუნდის ყოფილი წევრების შესახებ თავის პოზიციას აფიქსირებს:
“ათასმეერთედ ვიტყვი – არ მჯერა არც ერთი განქოცებულის!
ადამიანმა შეიძლება შეხედულება შეიცვალოს, მაგრამ ვერასდროს შეიცვლის პრინციპებს.
არ არის საჭირო ნეტარი ავგუსტინეს და მარიამ ეგვიპტელის მაგალითების მოყვანა. მათ სიღრმისეული მონანიება და სულიერი ტრანსფორმაცია განიცადეს.
რომელი განქოცებული ნახეთ, რომ რაიმეს ინანიებდეს კი არა, უბრალოდ წუხდეს მაინც, შევცდიო?
ყველა, ვინც ქოცი იყო და ახლაც არის, გახლავთ ბანალური ოპორტუნისტი.
მედიის არ მიკვირს. მედია მომენტით სულდგმულობს. აი ხალხს კი რა თევზის მეხსიერება შეეყარა? ასე, როგორ ივიწყებთ და პატიობთ ყველაფერს ამ ხალხს ?! სალომეას ებარებოდოთ!!!” – წერს მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში.
“ყველა, ვინც ქოცი იყო და ახლაც არის, გახლავთ ბანალური ოპორტუნისტი” – მამუკა გამყრელიძე
პარალელი