ციციშვილის კლინიკაში, ინტოქსიკაციის ნიშნებით, კიდევ 3 ბავშვი მოათავსეს
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო, ამ ეტაპზე 8 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის ჩივილით კიდევ 3 ბავშვი შევიდა კლინიკაში. მისი თქმით, კლინიკაში ამ მიზეზით 17 პაციენტი იყო მოთავსებული, საიდანაც ბინაზე უკვე 9 პაციენტი გაეწერა. ცნობისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები. „ამ ეტაპზე არსებული… The post ციციშვილის კლინიკაში, ინტოქსიკაციის ნიშნებით, კიდევ 3 ბავშვი მოათავსეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →