სააგენტო "პარალელი"
გიორგი ჩახუნაშვილი: “ყველაფერი იქნება, კარგად კი არა, ძალიან კარგად!”
საპროცესო შეთანხმებით, საპატიმროდან გათავისუფლდა ექიმი, აკადემიკოსი გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი და მედიასთან პირველ კომენტარში მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს:
“პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა ჩემ მხარდამჭერს, ვინც იყო ქართული საზოგადოებიდან თუ უცხოეთიდან, ვინც ჩემს იქ ყოფნას განიცდიდა.
დღეს ნამდვილად არ ველოდი ჩემს გათავისუფლებას, ამიტომ გლდანის ციხეში ყველას მოკითხვას ვუთვლი ჩემი საკნის ბიჭებს, ყველა პატიმარს.
ყველა მინდა გავამხნევო, ვინც ციხეშია.
მინდა აუცილებლად დიდი მადლობა გადავუხადო ჩემ ადვოკატებს, რომლებმაც ბევრი იშრომეს ჩემს დარწმუნებაშიც, მათ შორის. ჩემს ოჯახს დიდი მადლობა, რომელიც მხარში მედგა ამ ხნის პერიოდში.
ვინმე რომ არ გამომრჩეს, ყველა ძალიან მიყვარხართ, ყველას გეფერებით.
ყველაფერი იქნება, კარგად კი არა, ძალიან კარგად! მიყვარხართ გეხუტებით…“, – განაცხადა გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილმა.
გიორგი ჩახუნაშვილი: “ყველაფერი იქნება, კარგად კი არა, ძალიან კარგად!”
პარალელი