ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
გერმანიაში, დედაქალაქ ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში რეგიონული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მთავარი კანდიდატები არიან მანუელა შვესიგი “სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან”, რომელიც ფედერალური მხარის მოქმედი პრემიერ-მინისტრია, ლეიფ-ერიკ ჰოლმი – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე (რომელსაც პარტია მთავრობის მეთაურად წარადგენს, მთავრობის ფორმირების შესაძლებლობის შემთხვევაში), დანიელ პეტერსი – “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი მხარის პარლამენტში და სიმონ ოლდენბურგი „მემარცხენეებიდან“, რომელიც მხარის განათლების მოქმედი მინისტრია. გამოცემა წერს, რომ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში მთავარი დაპირისპირება მიმდინარეობს “სოციალ-დემოკრატებსა” (SPD) და ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შორის. გამოკითხვების თანახმად, AfD-ის მხარდაჭერა დაახლოებით 37%-ს შეადგენს, “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” კი… The post ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში ადგილობრივი საპარ…
პირველწყარო →