იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გასტროენტერიტული ჩივილებით მკურნალობას 8 ბავშვი აგრძელებს
იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გასტროენტერიტული ჩივილებით მკურნალობას 8 ბავშვი აგრძელებს. კლინიკის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, ჰოსპიტალში მკურნალობას 14 პაციენტი გადიოდა, აქედან 6 დღეს გაეწერა ბინაზე, 8 პაციენტი ჰოსპიტალში რჩება და მათი კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით. ,,საქართველოს მონაცემების მიხედვით, ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია. შეგახსენებთ იმასაც, რომ მანამდე ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა… The post იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გასტროენტერიტული ჩივილებით მკურნალობას 8 ბავშვი აგრძელებს appeared first on მედიაცენტრი მ…
პირველწყარო →