სიახლე

სამი მედიასაშუალება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

მედიაცენტრი

მედიასაშუალებები CNN-ი, MS NOW და გამოცემა Politico აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კოლუმბიის ოლქის ფედერალურ სასამართლოში სარჩელს წარადგენენ. მედიასაშუალებები აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებაზე დაყრდნობით თეთრ სახლში მუშაობის უფლების აღდგენას ითხოვენ. სარჩელის სასწრაფო წესით განხილვის მოთხოვნით, სასამართლო მოსმენები და ადმინისტრაციის პოზიციის მოსმენა შესაძლოა მიმდინარე კვირაშივე დაიწყოს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა დასახელებულ მედიასაშუალებებს „ყალბი ამბების გავრცელების“ ბრალდებით თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. „ეს აკრძალვა წარმოადგენს პირველი შესწორების წინააღმდეგ მიმართულ უკიდურესად პირდაპირ თავდასხმას და ჩვენი უმთავრესი კონსტიტუციური პრინციპების უხეშ დარღვევას“, – ნათქვამია მედიასაშუალებების ერთობლივ სარჩელში. The post სამი მედიასაშუალება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი